საზოგადოება

ვარკეთილის მეტროსთან ასფალტი ჩავარდა

ვარკეთილის მეტროსთან ასფალტი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გზის სავალ ნაწილზე მოზრდილი ზომის ორმოა, რამაც გზაზე საავტომობილო საცობი შექმნა. აღნიშნული კარგად ჩანს თვითმხილველის მიერ გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალაში (იხილეთ ვიდეო).

თვითმხილველების ინფორმაციით, გზის ჩავარდნა სავარაუდოდ წინა დღეებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close