მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებში” პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და იმაზე, თუ როგორ სურდა, მეორედ განეცადა დედობა და როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
.
-შვილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი… მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გამეჩინა, დროც გადიოდა. როცა მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი, ვამბობდი, რომ შვილის მამა ვერ ვიპოვე.
დედაჩემმაც მითხრა, თუ არ გააჩენ, ინანებო. მერე შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გრძნობა გაჩნდა. ეს ურთიერთობა ყოველთვის კარგად მახსენდება. მიხარია, რომ შვილი ამ ადამიანისგან გავაჩინე, – ამბობს მსახიობი.
ეკა ანდრონიკაშვილს პირველი შვილი მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან ქორწინებიდან ჰყავს.