რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ვაკე-ვერულ სულგაყიდულ ელიტას ეხერხება ტირილი და თავის დამცირება ძღომაზე ჭამა-სმისთვის”

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელოვნების მუშაკთა პრეტენზიებს გამოეხმაურა ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით  და განაცხადა:

_ პირველი შემთხვევაა, რომ ჩემი მოწინააღმდეგე მთავრობიდან, რომელიმე მინისტრის პათოსს ვეთანხმები. ვაკე-ვერულ სულგაყიდულ ელიტას მაგრად ეხერხება ტირილი და თავის დამცირება ძღომაზე ჭამა-სმისათვის, ისინი არასდროს არ ფიქრობენ რა უჭირს და როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი, ზნეობრივი ადამიანები ქვეყანაში. მე მახსოვს ბატონი ყიფშიძე 1999 წელს თოფაძის ძვირადღირებულ საარჩევნო კლიპებში როგორ გვპირდებოდა მრეწველობის აღდგენასა და მეფურ ცხოვრებას. ნამდვილად მათ არასოდეს გაუგიათ გაჭირვების გემო, თორემ აქამდე ისეთ საპროტესტო კარვებს გაშლიდნენ ქუჩაში თვით ჩინგიზ-ხანს რომ არ ქონია.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გიორგი და ზურაბ ყიფშიძეების განცხადებები დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. მისივე თქმით, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი თვიურად 400 ლარზე 5-ჯერ მეტია.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურქსელებში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი პირობებისგარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ 400ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომკონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა სისტემურ საკითხზე, უბრალოდ, ყველანაირზღვარს გადააჭარბა ამბავმა, როდესაც პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

 

არავითარ 400 ლარზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონიზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ასევე ერთერთი გადაცემის წამყვანია პირველ არხზე და მეტი ანაზღაურება აქვს. აღარაფერს ვამბობ ფონდი ქართუს გრანის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. რა თქმაუნდა, ამას არ ვითვლით, უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ჩემთვისაბსოლუტურად გაუგებარია, ან გიორგიმ, ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულმდგომარეობაში, როდესაც მოყვა გიორგიმ გულის ამაჩუყებელი ისტორია, სადაც 400 ლარზეიყო საუბარი. ჯამურად, დაახლოებით 5-ჯერ მეტი შემოსავალი გამოსდის თვეშიძალიან ვწუხვარ, არ ვიცი, რა დავარქვა ამ პროვოკაციას. ყველანირ პოლიტკორექტურობასსაზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. იძულებული ვარ, ამაზე ვისაუბრო, მართლაც ძალიან დიდიამბავი ატყდა. ბევრი პრეტენზია გამოითქვა. მთელი საზოგადოება ამის გამო შეწუხებულია.

დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ. ჩემთვისგაუგებარია, ასეთ უხერხულ მდგომარებაში რატომ ჩაიგდეს თავი,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close