ვაკეში, წნეთის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ნაცემია მოქალაქე, რომელიც პროკურორია. მისი ვინაობა არ სახელდება. ქუჩაზე შეზღუდულია მოქალაქეების გადაადგილება. სამართალდამცავ უწყებებში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო
Back to top button