რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვაზისუბანში საშინელი ხანძარია!

თბილისში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მეორე კვარტალის მე-14 კორპუსის წინ, საშინელი ხანძარია! იწვის რამდენიმე ავტოტოფარეხი. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძროსა და სასაწრაფოს ეკიპაჟები. იქ იმყოფება პატრულის ავტომანქანაც, თუმცა მოქალაქეები პატრულ ინსპექტორებს ამაოდ დაეძებენ. ისინი შემთხვევის ადგილზე არ ჩანან.

როგორც მოსახლეობისგან შევიტყეთ, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ავტოფარეხიდან ამოსული კვამლი შენიშნა და სახანძრო გამოიძახა, თუმცა ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სხვა აფტოფარეხებსაც სწრაფად გადაედო. ავტოფარეხებიდან მანქანების გამოყვანა მფლობელებმა მაინც მოახეხეს. ქონებრივ ზარალზე არავინ საუბრობს, რადგან მეხანძრეები ჯერ კიდევ ებრძვიან ძლიერ ცეცხლს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close