საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმე დაიხურა

რიტუალური მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა.

პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქმეში ბრალდებულის სახით არასრულწლოვანი ფიგურირებს.

მართალია არასრულწლოვნის საქმეს სასამართლო ცალკე, დახურულ რეჯიმში განიხილვს, პროკურორის თქმით, ის პირდაპირ კავშირშია ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესთან და შესაბამისად, შესაძლოა დაირღვეს მისი უფლებები.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტილ მკვლელობაში ბრალდებულთა საქმე დღეიდან დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close