,,თქვენ რაღაცა ეჭვიანობთ მემგონი ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე, ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი თქვენი კანდიდატი იყო, არც მე დამიჭერია მისთვის მხარი”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა ირმა ინაშვილმა მცხეთაში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა განხილვაზე განაცხადა.
  ,,აქ პერსონალურად მარგველაშვილზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ. პერსონალურად მარგველაშვილის პრობლემა როგორც ჩანს თქვენ გაწუხებთ, აქ საუბარი მისი პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არჩევნების წესზე. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენც დაგვიტოვეთ უფლება თქვენ სამას ხმოსანს, მგოსანს ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, იმიტომ რომ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს ვინ იქნება ეს სამასი მგოსანი”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კომენტარები
Загрузка...