საზოგადოება

ექსკურსიის დროს მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ბორჯომის რაიონში, ქვაბისხევში გორის მესამე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ qartli.ge ავრცელებს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
გამოცემის ცნობით, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close