რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ეს შესასვლელი სიკვდილის კარიბჭედ იქცა – შალვა ნათელაშვილმა მეშახტეების ხსოვნას პატივი მიაგო

 ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას დღეს პატივი მიაგო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი :

_ მმართველმა ოლიგარქიამ არამარტო დასაქმების შანსი მოუსპო ხალხს, არამედ ღერა-ღერა შემორჩენილ მუშებს მოუწყო შრომითი გენოციდი. ამ შახტში და მთელი საქართველოს საწამოებში იღუპება იმდენი ადამიანი, რამდენიც კვდება ომებში, ამას ბოლო უნდა მოეღოს. მოვითხოვთ შეიქმნას შრომის სახელმწიფო სააგენტო და ყველა დაღუპულის ოჯახმა მთელი ცხოვრება მიიღოს ის ხელფასი, რაც ეკუთვნოდა მიცვალებულს ამ საწარმოდან.

ეს შახტა ხელში ჩაიგდეს ბანდიტმა ძმებმა ბეჟუაშვილებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის პარტნიორები არიან. ბატონი ივანიშვილი გახლავთ მეცნიერი შრომითი უსაფრთხოების საკითხებში. ამ თემაზე აქვს დაცული დისერტაცია. ეტყობა სხვას დააწერინა, რადგან არც პოლიტიკაში გამოდგა, არც ბიზნესში და არც ქველმოქმედებაში. შრომითი უსაფრთხოების დარგშიც გამოდგა გვამების დამგროვებელი.

შალვა ნათელაშვილმა მინდელის სახელობის შახტის შესასვლელთან გვირგვინი მიიტანა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ეს შესასვლელი სიკვდილის კარიბჭედ იქცა. ნათელაშვილი მოუწოდებს მთავრობას, შეიქმნას ქმედითი შრომის სააგენტო, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს გააკონტოლებს. პირველი ლეიბორისტი მოითხოვს, გარდაცვლილ და მუშაობისას დაშავებულ მუშების ოჯახებს ხელფასი კომპენსაციის სახით დაენიშნოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close