კულტურა

ეს ფილმი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გახდება – ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმს იღებენ!

“ექვთიმე თაყაიშვილის საკუთარი ხალხისა და სამშობლოსადმი განუზომელი სიყვარულის ისტორია… რომელსაც აცოცხლებს არაჩვეულებრივი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გენიალურ რევაზ ჩხიკვიშვილთან და ქართველ მსახიობთა გამორჩეულ გუნდთან ერთად.

„ექვთიმე“ ბიოგრაფიული ეპოსია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს!.. გადაჭარბების გარეშე, ვფიქრობ, ეს ფილმი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გახდება და სიმბოლურია, რომ მისი გადაღება ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ საქართველოში ჩატარებული უმნიშნელოვანესი ექსპედიციის ზუსტად 100 წლის შემდეგ სრულდება.

„ექვთიმე“-ს დასასრულებლად ნიკოლოზ ხომასურიძეს და მის შემოქმედებით გუნდს ჯერ კიდევ სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მოვიპოვებთ… რადგან, წარმოუდგენელია, იცნობდე ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს, ნახო ამ ფილმის თუნდაც წამიერი კადრები და არ შეიგრძნო ვალდებულებისა და მადლიერების გრძნობა, რომ მხარში ამოუდგე ამ უდიდეს ისტორიულ პროექტს…” _ ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close