სამართალი და კრიმინალი

“ეს პროკურატურა და სასამართლო თქვენი გულგრილობის საჩუქარია ქვეყნისთვის”

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ე.წ კაბელების საქმეზე არიან ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე კი ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“დახარჯეთ თქვენი ძვირფასი ორი წუთი და კარგად მოუსმინეთ ბრალდებულებს. კარგად უსმინეთ ამ ცინიზმს, რაც ხდება. ისევ გადადეს განაჩენის გამოცხადება. ეს არის სადიზმი. ეს ადამიანები კი აუცილებლად გამოვლენ ციხიდან. ვინც გულგრილი ხართ მათ მიმართ, თქვენ იკითხეთ. ეს პროკურატურა, ეს სასამართლო თქვენი გულგრილობის საჩუქარია ქვეყნისთვის და თქვენი შვილებისთვის, არ გეგონოთ ამ ნინო აღლუმაშვილმა თუ ვიღაც საოცრებამ და მისნაირებმა, დაგინდონ, ერთ წამს რომ მოეჩვენოთ, რომ რამეში თქვენი ტყავის დაჯიჯგნა სჭირდებათ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close