ამჯერად, დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით ლონდონის ინციდენტთან დაკავშირებით. ლონდონის ცენტრში, უცნობი ხანშიშესული მამაკაცი თავისი სატვირთო მანქანით განზრახ დაეჯახა ქვეითად მოსიარულეების ჯგუფს ვესტმინსტერის ხიდზე. შემდეგ შეეჯახა პარლამენტის მოაჯირს, მანქანიდან გადმოხტა და დანით შეიარაღებული ცდილობდა, პარლამენტში შეჭრილიყო, რის გამოც, ადგილზე გაანადგურეს. სანამ გააუვნებელყოფდნენ, მან ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს, რის შედეგადაც დაშავდა 10 ადამიანზე მეტი.

როგორც Sky Nuys-ი იტყობინება, ერთ-ერთი დაჭრილი უკვე გარდაიცვალა. ინციდენტი რომელიც ვესტმინსტერის ხიდზე მოხდა ზუსტი ანალოგია იმ ტერაქტებისა რომლებიც ერთი წლის წინ მოხდა ბრიუსელში. შემდეგ მას მოჰყვა ნიცაში და ბერლინში განხორციელებული თავდასხმები. ორივე შემთხვევაში დამნაშავეებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის მოქალაქეებზე ავტოტრანსპორტის გამოყენებით.

შეიარაღებული ოფიცრები, მათ შორის თანამდებობის პირები შემთხვევის ადგილზე რჩებიან და ჩვენ ვიხილავთ ამ ინციდენტს როგორც ტერაქტს – განაცხადეს პოლიციის წარმომადგენლებმა.

მოამზადა ნანა ჯოხარიძემ

კომენტარები