პოლიტიკა

“ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ სურს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვამდე პროვოკაცია იყო დაგეგმილი და ორგანიზებული იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს, – ამის შესახებ მდინარაძემ ფილარმონიაში ჩაშლილ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა

„ეს არის პროვოკაცია, დაგეგმილი და ორგანიზებული იმ ადამაინების მიერ, მოწყობილი იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს. მათ შორის შეიძლება გულწრფელი ადამიანებიც იყვნენ, მე ამ სტუდენტებს მტრებს ვერასდროს ვუწოდებ. ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა გულწრფელად აკეთებს რასაც აკეთებს, მაგრამ ვინც მათ შთააგონებს, რომ ჩაშლით ჯობია ასეთ დემოკრატიულ პროცესში წინსვლა, არის ტყუილი და სახელმწიფოს მტრობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

დიდ საკონცერტი დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ცოდნის გზით სიარული ურჩია.

ამასთან, კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის.

„ადგილი აქვს პროვოკაციებს და ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close