რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ეს იგივეა, დედას პირში გაგინებდნენ და თმენის ვალდებულებით გაიმართლო თავი”

 შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე – დავით ნემსაძე პარლამენტის წევრებს ქმედებებს უწუნებს და აცხადებს: არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელთა დაცვა კაცმა მუჭით, სისხლით და სიცოცხლით უნდა უზრუნველყოსო. 

 დავით ნემსაძე:

_ გულსატკენია, როცა ბოკერიას პარლამენტში ვხედავთ. გულსატკენია, როცა გლდანის ეკლესიის დარბევის ინიციატორი ბოკერია, უმაღლესი საკანონმდებლო ტრიბუნიდან გვესაუბრება. ზოგჯერ სიტყვები ცოტაა და ვერანაირი სტატუსი ვერ ითმენს იმას, რაც ბოკერიას მაგვარმა ჰომოგენურმა მასებმა საქართველოს დამართეს. მტკიცებულება გინდათ? გაიხსენეთ ნაწამები თანამოქალაქეები ციხეებში, გალახული მრევლი გლდანში, ტაძრიდან ფეხებით გამოთრეული მოძღვარი, დარბეული ხალხი, ქუჩაში ჩაცხრილული ადამიანები… ნუთუ ეს არაა საკმარისი? ბოკერიასა და მისი გუნდის დროს არ გაყიდეს კოდორის ხეობა ერთი ტყვიის გაუსროლელად? იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, იჯდე ამ არსების გვერდით და დემოკრატიის სახელით მშვიდად უცქირო ამ ანტიქართველ, ანტიმართლმადიდებლურ ,,ადამიანს“. ეს იგივეა, რაც დედას პირში გაგინებდნენ და თმენის ვალდებულებით გაიმართლო თავი. პარლამენტი კრებითი ორგანოა და მისი ნდობა ხალხს მხოლოდ მაშინ აქვს, როცა იქ მართლაც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები სხედან და არა 2012 წელს ხალხის ,,პრესზე” მიღებული და 2016 წელს კოჰაბიტირებულ- პორტირებული არსებების ხარჯზე დადებული ,,შედეგით“.

P.S. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რომ ემზარ კვიციანი ბოკერიასთან მკლავის მოქნევის მანძილზე არ იყო. არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელთა დაცვაც კაცმა მუჭით, სისხლით და სიცოცხლით უნდა უზრუნველყოს. ესაა სამშობლო, ღირსება და ოჯახი. (ღმერთმა იცის, რომ უმოტივაციო ძალის გამოყენებას ვემიჯნები).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close