საზოგადოება

,,ეს არის ხელისუფლებაში მოკალათებულების, ოცნება ახდენილების საქართველო”

,,დღეს ერთი ჯარისკაცის ოჯახში ვიყავი. კაცის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა ომში იბრძოდა. 2008 წლის ომის შემდგომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თავდაცვიდან წამოვიდა და შუა თბილისში, მისი მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ეს ადამიანი მომიყვა, რომ ამ წლების განმავლობაში, ყველა არჩევნების წინ, სტუმრობდა ხელისუფლება, ჰპირდებოდნენ დახმარებას, საცხოვრებელს, თუმცა 2012 წლიდან დღემდე, ერთადერთი რაც შეუსრულეს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს და უფასო სასადილოში საკვების მისაღებად ჩაწერეს.
P.S. ნანახმა და ხელისუფლების გულგრილობამ შემძრა. ეს არის ქვეყანა, სადაც ომგამოვლილი შიმშილობს, ხელისუფლება კი კოსმიურ პრემია-დანამატებს იღებს. ეს არ არის ჩემი და სოციალურ სტატუსიანი მეომრის საქართველო, ეს არის ხელისუფლებაში მოკალათებულების, ,,ოცნება ახდენილების” საქართველო” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია შარაშენიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close