რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ეს არის მძიმე რეალობა და არა სპექტაკლი, რომელიც ამ კომიკურმა პიროვნებამ გაითამაშა”

გუშინ, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა წლიური ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი სხდომა დაიხურა, თუმცა, მანამდე ინციდენტი მოხდა დეპუტატებს შორის. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა და ჯერ კალამი ესროლა, შემდეგ წყალი სეასხა.

გიგა ბოკერიამ მომხდარზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

– პრობლემა ის არის, რომ ასეთი სატელიტები აირჩია და შექმნა მმართველმა გუნდმა, ქვეყნის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანი, რომელიც რუსეთში აფარებდა თავს და ინტერვიუს იძლეოდა, რომ შავკანიანი ამერიკელები იბრძოდნენ ქართულ მხარეს, მათი მოკავშირეა და ასეთი კლოუნადისთვის იყენებენ, ეს არის სამარცხვინო და მძიმე რეალობა და არა ის სპექტაკლი, რომელიც ამ კომიკურმა პიროვნებამ გაითამაშა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close