განათლებარედაქტორის გვერდი
ეროვნული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია

შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსის განრიგი:
ეროვნული გამოცდები:
- 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
- 6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
- 10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
- 10-ივლისი (პირველი სესია), 11-ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
- 10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
- 11 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
- 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
- 13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
- 14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა;
- 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
- 18 ივლისი (მეორე სესია) – ბილოგია;
- 19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
- 25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
- 26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
- 26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის 27 ივლისს, ერთ სესიად ჩატადება.
სამაგისტრო გამოცდები:
- 20 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);
- 21 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);
- 24 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
- 25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);
- 26 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
- 27 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).
სოსო გაზდელიანი
კომენტარები