საზოგადოება

ერთ კვირაში 11 მოწამლული ადამიანი!

გაფრთხილება - „ეს ორი საფრთხეა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება-აალება“

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114 -ის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის თქმით, გასულ კვირას ბუნებრივი აირით 11 ადამიანი მოიწამლა. მისივე თქმით,  ასეთი შემთხვევები გამოწვეულია ღია წვის გამათბობლების გამოყენებით, რომელთა დამონტაჟებაც დახურულ სივრცეში არ შეიძლება.როგორც დეკანოიძე აცხადებს, გაზთან დაკავშირებული საფრთხეები ორ ნაწილად იყოფა.

.

-ეს ორი საფრთხეა CO-თი ინტოქსიკაცია და გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება-აალება. ამისთვის, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუდმივად ახდენს შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც საშიშროება მაღალია, გაზის მიწოდების შეწყვეტასაც კი, მაგრამ გვაქვს ცუდი ტენდენცია: ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით და იგივე მდგომარეობით, – აცხადებს დეკანოიძე.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close