მსოფლიო

ერდოღანმა ლოცვის დროს გონება დაკარგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რამაზან ბაირამის დღესასწაულზე ლოცვის დროს გონება დაკარგა. ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

ინციდენტი დღეს მიმარა სინნანას მეჩეთში მოხდა, რომელიც 2012 წელს გაიხსნა სტამბოლის აზიურ ნაწილში.
ერდოღანი მოულოდნელად გახდა ცუდად და წაქცევას დაცვამ გადაარჩინა. პრეზიდენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის გონზე მოვიდა და ჟურნალისტებსა და შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა.
„დისბალანსი დიაბეტისა და არტერიული წნევის გამო მოხდა, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ“, – უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close