მსოფლიო

ერაყის ქალაქი მოსული ჯიჰადისტებისგან გაათავისუფლეს

ერაყის ქალაქი მოსული ჯიჰადისტებისგან გათავისუფლებულია. ინფორმაციას ერაყის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Sky News Arabia ავრცელებს. 

რადიკალი ისლამისტები ქალაქს სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ერაყის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დიდი ნაწილი განადგურებულია და სროლას ამ დროისთვის მხოლოდ 5 ჯიჰადისტი აგრძელებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ერაყის არმიამ ალ-ნურის მეჩეთის უბანი გაათავისუფლა. ისლამისტებმა ე.წ. სახალიფოს შექმნა სწორედ აღნიშნულ მეჩეთში გამოაცხადეს. 

ერაყის კოალიციური ჯარები მოსულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ძველი უბნის ტერიტორიაზე განაღმვით ოპერაციას დაიწყებენ, რადგან ვარაუდობენ, რომ რადიკალმა ისლამისტებმა ტერიტორიის ნაწილი დანაღმეს. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საცხოვრებელი 350 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close