საზოგადოება
,,ემიგრანტთა რაოდენობა, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა”
,,ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომ მოქალაქეები მასიურად გარბიან ქვეყნიდან"

დღეს, საქართველოში რადიკალიზმით გაჟღენთილი პოლიტიკოსები და მათი ტელევიზიები ხშირად ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომ მოქალაქეები მასიურად გარბიან ქვეყნიდან. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ტვ „პირველის“ ეთერით, ინგა გრიგოლიას მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. მართალია, ტელეწამყვანი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა, შეეძლო ეს ციფრები შესაბამის ექსპერტებთან გადაემოწმებინა.



იმ მთლიან რაოდენობაში, ვინც გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, შესაძლოა თავად ჟურნალისტიც შედიოდეს, თუკი ის ამ წელს უცხოეთში გავიდა, მაგრამ ის არ არის ემიგრანტი. ამ ციფრებში შედიან ქვეყნის ოფიციალური პირებიც, დეპუტატებიც, სპორტის, განათლების, კულტურის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც კონკრეტული ვიზიტით მიემგზავრებიან უცხოეთში და უკან ბრუნდებიან.


მსურს მოგაწოდოთ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს. შედარებისთვის გაწვდით ასევე მიგრაციის მონაცემებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და დღევანდელი მმართველობის დროს.


2013-2021 წ.წ. უარყოფითი მიგრაციული სალდო -63 981 

ანუ, ემიგრანტთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა. 2012 წლამდე უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა ქვეყანას და რჩებოდა ემიგრაციაში, ვიდრე უკანასკნელ 10 წელს.



დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის წევრი
კომენტარები