საზოგადოება

ემზარ კვიციანი: მე არ ვარ წმინდანი…

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილის პოსტს ეხმიანება. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, სარიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის კვიციანს, შვილისთვის სახელად იესოს დარქმევას ქრისტეს შეურაცხყოფად უთვლის. ,,მოიცა და კვიციანი რო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის მუხლის შემოღებას ითხოვს, შვილს რო იესო დაარქვა ეს ქრისტეს შეურაცხყოფა არაა? იესო ემზაროვიჩი, უიჰ უკაცრავად, ემზო დამიძახეთო უთხოვია, ანუ – იესო ემზოევიჩი. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ და როგორც კი კანონს შემოიღებენ ეგრევე ვუჩივლებ, იესოს არა, მამამის ემზოს!”
ემზარ კვიციანი:
მადლობა ირინას, რომ ჩემი, როგორც ცოდვილის ცხოვრებიდან სხვა ცოდვა ვერ დაინახა, გარდა შვილის სახელისა!

მერაბ მეტრეველთან კავკასიაზე რომ ვიჯექი მერაბმა მიიღო მესიჯი კოლეგისგან და წაიკითხა. კვიციანმა შვილს იესო დაარქვაო და ეს ჩემთვის რელიგიური შეურაცხყოფა არიო და კანონი რომ შემოვა უნდა ვუჩივლოო. სიტყვა სიტყვით გაიმეორეს წმინდა ირინე სარიშვილმა და უგულავამ.
მე არ ვარ წმინდანი, პირიქით, ცოდვილი ვარ და ამას ვაღიარებ, მაგრამ მართლმადიდებელი ცოდვილი ვარ და ვიბრძოლებ მართლმადიდებლობის დასაცავად იმ ადგილიდან, სადაც ვარ და ვიქნები. რატომღაც ამ ადამიანებს ჩემი შვილის სახელი მიაჩნიათ რელიგიის შეურაცხყოფად და პატრიარქის გინება და პრეზერვატივზე წმინდა მეფე თამარის დახატვა სიტყვის თავისუფლების გამოხატვად. ჩვენი უწმინდესის სიტყვები მახსენდება “ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გვეშველებაო, მთიდან დაგორებული ლოდივითა ვართო “!გიგი უგულავა მახსოვს კოდორის შენარჩუნებას რომ ვერ ინელებდა თავის მეგობარ ბოკერია, ალასანია, თარგამაძე, ოქრუაშვილიანად გაჰკიოდნენ, კოდორის ხეობას ერთპიროვნულად მართავსო კვიციანი 18-ე საუკუნის ფეოდალივითო და კოლექტიურ მართველობაში აიყვანეს კოდორის ხეობა, რომ შემდგომ კოლექტიური ღალატით გადაეცათ რუსეთისათვის. დღეს ყველაზე მეტს ესენი კაკანებენ რუსეთი ოკუპანტიაო. ნამდვილად ოკუპანტია რუსეთი და ვერ გახდებოდა ოკუპანტი, რომ არა სააკაშვილი და ნაც მოძრაობა.

 წყეულიმც იყოს ყველა მოღალატე ჩვენი ქვეყნისა და მართლმადიდებლობისა! ამინ!

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close