საზოგადოება

ელტონ ჯონი საქართველოში 2 კონცერტს გამართავს

SOLO-სა და კომპანია Eastern Promotions-ის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის ორი კონცერტი გაიმართება. კონცერტები 16 და 17 სექტემბერს ჩატარდება.

ეს გადაწყვეტილება კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო მიიღეს.

„17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს – ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO – ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

16 სექტემბერს, ლეგენდარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი 25 ივნისს, ონლაინ, დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა. დაპირებისამებრ, 29 ივნისს დილის 09:00 საათიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close