საზოგადოება

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები 29 ივნისსაც გაიყიდება

„Black Sea Arena“-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთები SOLO-ს კლიენტებისთვის და ბარათის მფლობელებისთვის, 25 ივნისს, 54 წუთში გაიყიდა. ამის შესახებ, tkt.ge-ს გენერალური მენეჯერი აცხადებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მარიამ მორგოშიას ინფორმაციით, საიტზე ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა, მომხმარებლებს პრეტენზია იმის გამო ჰქონდათ, რომ ბილეთების მცირე რაოდენობა ჩაეშვა, რეალურად კი, მისივე თქმით, მსურველი ბევრი იყო.

„ბილეთების გაყიდვა 25 ივნისს, დილის 10:00 საათზე დაიწყო. „Black Sea Arena“ დაახლობით 10 000 მაყურებელს იტევს. გუშინ კი, ბილეთების შეძენის მსურველთა რაოდენობამ 30 000 შეადგინა“,- განაცხადა მარიამ მორგოშიამ.

მისივე ინფორმაციით, ბილეთების გარკვეული რაოდენობა მომღერლის ფანებისთვის იყო განკუთვნილი და ელტონ ჯონის საიტზე, მის ფანებს ბილეთების შეძენა, 20-იდან 23-ივნისამდე შეეძლოთ.

როგორც tkt.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, ვინც არ არის SOLO-ს ​ მომხმარებელი, მათ ბილეთების შეძენა 29 ივნისს, დილის 10:00 საათიდან შეეძლებათ.

მორგოშიას თქმით, SOLO-ს კლიენტებს ერთჯერადად ექვსი ბილეთის ყიდვა შეეძლოთ, 29-ში კი სავარაუდოდ, ერთ მომხმარებელზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა იქნება.

SOLO-ს მომხმარებლებისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან 550 ლარამდე იყო, ხოლო 29 ივნისს, ბილეთების ფასი 150 ლარიდან – 750 ლარამდე იქნება.

ბრიტანელი ვარსკვლავი „Black Sea Arena“-ზე 16 სექტემბერს იმღერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close