საზოგადოება

,,ევროპა-ამერიკაში ქმრებსაც კი იჭერენ თუ მათ მეუღლეებს არ სურთ მოფერება”

ასეთ კომენტარს აკეთებს  ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის მომხდარ ფაქტსა და ატეხილ სკანდალზე:

_ ყველაფრის დეფიციტი გამიგია, მაგრამ ჰუმანიზმის ასეთი კრიზისი ისტორიაშიც არ წამიკითხავს. ამ გოგონამ რამე რომ დაუშავოს თავის თავს, ვინაა პასუხისმგებელი. ნუთუ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფა და ცილისწამება, თანაც საჯაროდ, თანაც ადამიანის, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერლია. მერე რა, რომც დაელია, ან რაიმე ადამიანური მოქმედება ჩაედინა თუ სისუსტე გამოეჩინა, ნუთუ ეს აძლევს ვინმეს ვინმეზე ძალადობის უფლებას? ის მაინც არ გაუგია ზოგიერთებს, ევროპა-ამერიკაში ქმრებსაც კი იჭერენ თუ მათ მეუღლეებს არ სურთ მოფერება იმ მომენტში და ეს ძალადობა-გაუპატიურებად კვალიფიცირდება.სირცხვილია,სირცხვილი.

Related Articles

Back to top button
Close