პოლიტიკა
ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, ვინც ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგ წავიდა

ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე დღევანდელი კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიის 187-მა და სოციალ-დემოკრატების 163 დეპუტატმა. ლიბერალების ალიანსიდან (ALDE) საქართველომ 62 ხმა მიიღო.
საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას ევროპარლამენტის ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირა EFDD-მ (თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა). აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის 31-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ასევე ENF პოლიტიკური ჯგუფის (ერებისა და თავისუფლების ევროპა) 24 წევრმა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ლიდერი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენია.
reportiori.ge
კომენტარები