პოლიტიკა

ევროპარლამენტის მკაცრი შეფასება აფგან მუთარლის საქმეზე

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მომზადდება. ევროპარლამენტარები პროექტის ტექსტზე მუშაობას იწყებენ.  დღეს ევროპარამენტში იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე, რომელმაც პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან.

„ელჩთან შეხვედრა კონფიდენციალური იყო. ზოგადად ასეთი შეხვედრების საუბრის შინაარსზე არ ვილაპარაკებ, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი განვიხილეთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ახლა მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა. დოკუმენტის პროექტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი უახლოეს მომავალში. არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს: სოციალ-დემოკრატებს, ლიბერალებს და მწვანეებს აინტერესებთ რეალურად რა მოხდა,“ – განაცხადა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკკალისტერმა.

მუხთარლის საქმეს ეხმაურება ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომეშიც და აცხადებს, რომ საკითხი საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ კითხვებს ბადებს.

„ევროპარლამენტისთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. დავიწყეთ რეზოლუციის მომზადება და დებატების ჩატარება. რადგან საქმე ეხება ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოში გაიტაცეს და სავარაუდოდ, ეს გააკეთეს ქართული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა. ეს მთავრობის მოთხოვნაც კი არ ყოფილა, რაც ისედაც სრულიად უკანონო და მიუღებელი იქნებოდა, უფრო მეტიც, გააკეთეს საქართველოს, ან აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ინიციატივით. ეს უამრავ კითხვას ბადებს საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ. საუკეთესო გამოსავალია გამჭვირვალედ დადგინდეს რეალურად რა მოხდა, საქართველომ უნდა მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ ადამიანის დაბრუნება, რომ გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და რა თქმა უნდა გამტაცებლებიც უნდა დაისაჯონ,”-აცხადებს ანა გომეში.

ევროპარლამენტარების კომენტარებს “კურიერი” ავრცელებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close