პოლიტიკა

“ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანისვროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და გმობს ბორრიდეზაციისკენ გად განცხადებით, ეადგმულ ნაბიჯებს.

„სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ვიღებთ. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რის გამოც დაბრკოლება ექმნება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეზოლუციას. ეს საკითხი არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში, რომელშიც ევროკავშირიც ჩართულია.

სიტუაციის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას“, – განუცხადა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close