მსოფლიო

ევროკავშირის 3 ქვეყანაში ისლამისტები დააკავეს

ევროკავშირის 3 ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 6 ადამიანია დაკავებული. ისინი მებრძოლების გადაბირებით და რადიკალური ისლამის პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები. ამასთან, დაკავებულები პროპაგანდას არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ეწეოდნენ, არამედ რეგულარულ საიდუმლო შეხვედრებზე.

4 ეჭვმიტანილი პალმა-დე-მალიორკაში დააკავეს, დანარჩენები კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ისლამისტებზე თვალთვალი 2015 წლიდან ხორციელდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close