რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ევროვიზიაზე აკრედიტებული 2000 ჟურნალისტიდან 70 რუსეთის წარმომადგენელია

    კიევში ოფიციალურად გაიხსნა ევროვიზია- 2017. ,,Украинформ”-ის ცნობით, მონაწილეებმა მათთვის განკუთვნილ წითელ ხალიჩაზე გაიარეს. უკრაინის პირველმა ლედიმ, მარინა პოროშენკამ კონკურსანტებს წარმატებები უსურვა. მათ სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომაც. სტუმრებს მიესალმა კონკურსის სუპერვაიზერი – იონ ოლა სანდი. სცენაზე გამოვიდნენ ჯამალა, ოლეგ სკრიპკა, ჯგუფი “Друга рika” და რუსლანა უკრაინის სახალხო ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით.
 ცერემონიის გახსნის შემდეგ მოეწყო საღამო, სადაც მონაწილეობდნენ კონკურსანტები შვედეთიდან, ავსტრალიიდან, ავსტრიიდან და ალბანეთიდან. როგორც ითქვა, ევროვიზიაზე აკრედიტებული 2000 ჟურნალისტიდან 70 რუსეთის წარმომადგენელია.
სალომე მგელიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close