
„ღამის შოუს” ბენდის წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი იმ ბულინგის შესახებ წერს, რაც სოცქსელებში ტრიალებს.
.
„ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მყავს სამეგობროში და არასდროს, ვიმეორებ, არასდროს კონსტრუქციულ და არგუმენტირებულ მსჯელობას არ გასცდენია ჩვენი განხილვა. უბედურებაა, ერთ ციდა ქვეყანაში ერთმანეთს რომ ჭამთ, ბულინგი რომ „სვეცკობა” გგონიათ და თან ეგ გეამაყებათ. ეგ არ არის სამშობლოს სიყვარული, ეგაა სამშობლოს მტრობა და ზემოდან კიდევ გოიმობა”, – წერს თათა გიორგობიანი.