„საქართველომ გაიმარჯვა!

ის, რაც გუშინ სტრასბურგში მოხდა, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. დღეს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს-ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და წავიდეს სახლში, ამას ან თვითონ გააკეთებს ზევიდან, ან ხალხი გააკეთებს ქვევიდან,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიასა და საზოგადოებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა. პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ “პროგრესისკენ გადატრიალება მოხდა და ივანიშვილის ხროვას, მის საბანკო დირექტორიას დარჩათ ერთაფდერთი გზა, წავიდნენ, დააბრუნონ ქონება რაც მიიტაცეს, ან ჩაჯდნენ ციხეში. არც მეტი არჩევანი არა აქვთ და არც დიდი დრო აღარ დარჩენიათ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც გამოეხმაურა და მოსახლეობას წარმატება მიულოცა.

კომენტარები
Загрузка...