საზოგადოება

,,დღეს შეწყდა მისი გულისცემა”_ შალვა ნათელაშვილის ოჯახის ტრაგედია

,,იმ ქვეყანაში მე ვაცილებ..."

ნინო, ჩემი და. ის ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და ჩემზე მშობიარობაში ბებიაქალს ეხმარებოდა.შემდგომ კაბის კალთაზე ვიყავი გამოკერებული.ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მასთანაა ასოცირებული. მევალებოდა მეკონტროლებინა, რათა არავინ შეყვარებოდა,თუ ნაყინს მიყიდიდა, აღარ ვეუბნებოდი სახლში მის მორიგ რომელიმე თაყვანისმცემელზე არაფერს.

მუდამ თან დავყავდი. მაშინ მობილურები და შესაბამისად ფოტოაპარატებიც ასე ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ სურათის გადაღება მოვლენად ითვლებოდა. ამ ფოტოს ისტორიაც დამრჩა მეხსიერებაში, დუშეთის ფოტოატელიე, ფოტოგრაფი იყო ირაკლი წიკლაური.

დღეს შეწყდა მისი გულისცემა.განგებამ ისე ინება,რომ ამ ქვეყნად მოსვლისას ის დამხვდა პირველი, ხოლო იმ ქვეყანაში მე ვაცილებ. უფალმა კარგად და ბედნიერად უმყოფოს ყველას დედ-მამის შვილები. წინასწარ უდიდეს მადლობას გიხდით ყველას თანაგრძნობისათვის.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

euronews.ge სამძიმარს უცხადებს ბატონ შალვა ნათელაშვილს და მის ოჯახს. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close