რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„დღეს მედიას არა ხელისუფლებისგან, არამედ, პოლიტიკური პარტიებისგან სჭირდება დაცვა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერის მხრიდან წამოყენებულ წინადადებას მედიაომბუცმენთნ დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერ სახლემწიფოში მედიაომბუცმენი ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან სწორედ ხელისუფლებაა გარანტი სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობის. დეპუტატის თქმით, დღეს ამ მხრივ ქვეყანაში არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ამ საკითხის დასმა არსებულმა რეალობამ მოიტანა.

-„პრემიერის შეთავაზება მედიისადმი გამოწვეულია არა იმ მდგომარეობით, რომ სახელმწიფოში ვინმე სიტყვის თავისუფლებას არღვევს, არამედ, იმ რეალობიდან, რაშიც ზოგიერთი მედიასაშუალება თვითნებურად აღმოჩნდა. დღეს მედია დასაცავია არა ხელსუფლებისგან, არამედ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ზეწოლისგან. სწორედ ამ მდგომარეობაშია დღეს რუსთავი2, რომელიც მძევალია ნაცმოძრაობის ხელში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უდიდეს პატივისცემას ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეწირო შენი პროფესიონალიზმი, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი პარტია იქნება ეს.

საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ ქვეყანაში მედიაომბუცმენი საჭირო არ არის, რადგან დღეს სიტყვის თავისუფლება დაცულია. სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობაში დარწმუნებული ვართ ჩვენც და სწორედ ამიტომ გაკეთდა ასეთი თამამი განაცხადი საქართველოში უცხოელი მედია-ექსპერეტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული იმაში, რომ მედია ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს არ სურს ეს. საუბარი მაქვს ამჟამად რუსთავი 2-ზე. ვიმედოვნებ, პრემიერის წინადადება შედეგს გამოიღებს და ამ თემით სპეკულირება ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ  საქართველოში მედია არა მხოლოდ კრიტიკული, არამედ ობიექტურად კრიტიკული იქნება. დღეს ზოგჯერ თავისუფლება თავნებობაზე გადის და ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ სახესაც კი იღებს. ასევე, ხშირად დამისვამს კითხვა, ნუთუ არაფერი კარგი არ ხდება ამქვეყნად? რათქმაუნდა, ბევრი რამ კარგი კეთდება, მაგრამ ამ ფაქტების არგაშუქება მხოლოდ ვიღაცის პოლიტიკური ნებაა. სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ დღეს მედიას არა ხელისუფლებისგან, არამედ პოლიტიკური პარტიებისგან სჭირდება დაცვა“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close