პოლიტიკა

დღეს, ათენში ქართველი ემიგრანტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

,,გააზიარეთ რომ ხვალ მეტი ემიგრანტი მოვიდეს ხელმოსაწერად !
შეგიძლიათ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს ახლობლებსაც გაუგზავნოთ რომ მომდევნო კვირებში ისინიც ჩაერთონ მათ სამყოფელ ქვეყნებში !” _ წერს სოციალურ ქსელში ათენში მცხოვრები ავთანდილ გიუნაშვილი.

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დღეიდან, ე.წ ომონიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

ხელმოწერების შეგროვების მიზეზი, საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნაა.

“ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, ქართული პასპორტი სხვადასხვა ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ უნდა იყოს.

“ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა, რათა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობა შევაგროვოთ. დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. ათენის ემიგრაციამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც ფიქრობს რომ ემიგრანტებს ანგარიში არ უნდა გაუწიონ,”- აცხადებს ავთანდილო გიუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პასპორტში იმაზე მეტ თანხას იხდის, რაც ეს საქართველოში ღირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close