პოლიტიკა

“დღევანდელი ხელისუფლება გახდა კოლექტიური მურუსიძის მძევალი”

კოლექტიური მურუსიძეები დომინირებენ ხელისუფლებაზე – ეს განცხადება გია ხუხაშვილმა დიანა ტრაპაიძის ,,დღის ამბებში“ გააკეთა. ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებაში იმაზე დიდი ქაოსია, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, როცა დღეს ფული თავის ინტერესებზე ამუშავებს პოლიტიკას და არა პირიქით.

 

,,დღევანდელი ხელისუფლბეა გახდა კოლექტიური მურუსიძის მძევალი. ნაცვლად იმისა, რომ სისტემის დემონტაჟი მოეხდინა, იგრძნო კომფორტი კოლექტიურ მურუსიძესთან თანამშომლობის, რომელმაც უთხრა, რომ შენ იჯექი კაბინეტში და მე მოგემსახურები. თუ სააკაშვილის დროს კოლექტიური მურუსიძე იყო უბრალოდ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, დღეს უკვე ამით აღარ კმაყოფილდება, მას აქვს ამბიცია, ის დომინირებდეს ხელისუფლებაზე. ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი ამ სისტემური კრიზისის გამოვლინებაა.

ჩვენ მივიღეთ ჰიბრიდული ხელისუფლება, ინტერეს ჯგუფები და ფორმალური ხელისუფლება გარკვეული პერიოდ თანამშორმლობდა, მაგრამ დადგა მომენტი, როცა მოხდა მათ შორის კონფლიქტი. დღეს წყდება საკითხი – ინტერეს ჯგუფებზე მუშაობს ფორმალური ხელისუფლება, ანუ პოლიტიკა თუ ფული მუშაობს პოლიტიკაზე. მიშას ეს ჰქონდა ძალიან კარგად დალაგებული, ის ფულს ამუშავდებდა თავის პოლიტიკური ინტერესზე, ანუ კეზერაშვილი იყო პარტიის მოლარე და არა პარტია მუშაობდა კეზერაშვილიზე. დღეს ფულს აქვს პრეტენზია თავის ჯიბეზე აამუშაოს პოლიტიკა. ეს არის კიდევ უფრო დიდი უბედურება, რაც ხდებოდა მიშას (სააკაშვილი ავტ.) დროს, იმაზე უფრო დიდი და აბსოლუტური ქაოსი გველოდება“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close