რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა ახლოს დგას ფორმულასთან: ჟურნალისტიკა პროსტიტუციაა!“

ზაურ ნაჭყებია – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ივერიონის მთავარი რედაქტორი:

_ დღეს ჟურნალისტიკის დღეაო და გვილოცავენ და გვილოცავენ!.

პატივს ვცემ პროფესიულ დღესასწაულებს, მაგრამ, უპირველესად პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ფაქიზად უფრთხილდება პროფესიულ ღირსებას. ჟურნალისტიკას, ზოგადად მედიას, მეოთხე ხელისუფლებასთან აიგივებენ. წესით და კანონით, როცა წინა სამს უჭირს, მეოთხემ უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და საზოგადოებას ხელისგულზე დაუდოს ყველა ის პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიას ჯეროვნად არათუ ვერ ასრულებს, არამედ, პირიქით, მას ლომის წილი მიუძღვის იმ ქაოსისა და აგრესიული მუხტის დამკვიდრებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მძვინვარებს. პროფესიონალიზმზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია!

რაც არ უნდა გვეწყინოს, დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა ახლოს დგას აღიარებულ ფორმულასთან:ჟურნალისტიკა ეს პროსტიტუციაა. თუმცა, პროსტიტუტკების ხელში, რადგან, გამონაკლისი წესს ყოველთვის თან ახლავს…

ამდენად, დღეევანდელ დღეს მხოლოდ იმ გამონაკლის ჟურნალისტებს მივულოცავ, ვინც სიმართლეს ემსახურება!

P.S. საკუთარ თავზე არასდროს მქონია განსაკუთრებული წარმოდგენა, არც განსაკუთრებულ ჟურნალისტად მოვიაზრებ თავს, მაგრამ, დამშვიდებული შემიძლია ვიყო საკუთარ სინდისთან, რადგან, პროფესიული ეთიკისთვის და პროფესიული ღირსებისთვის არასდროს მიღალატია!

პს. „ევრონიუს ჰოლდინგი“ ულოცავს ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს და უსურვებს მათ, ემსახურონ მხოლოდ სიმართლეს! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close