სხვა
ქართველი ძიუდოისტები დაქორწინდნენ
ეთო ლიპარტელიანის და თემურ ნოზაძის ათწლიანი სიყვარული ლამაზი ქორწილით დაგვირგვინდა
წარმატებული ქართველი სპორტსმენები, ძიუდოისტები, ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე დაქორწინდნენ და ქორწილიც გადაიხადეს.
.
თემურ ნოზაძემ საყვარელ ქალს აპრილში სთხოვა ხელი. თბილისში ძიუდოს გრანდ სლემში გამარჯვებული ეთო ტატამიდან რომ გავიდა, მას თემურ ნოზაძემ გულშემატკივრების წინაშე ხელი სთხოვა. მათი სიყვარულის ამბავი 10 წელს ითვლის.