სხვა

დუტა სხირტლაძის შვილის წარმატება

„ვამაყობ შენით, დე, მადლობა ამ შეგრძნებისთვის"

21 წლის ლუკა სხირტლაძის წარმატებაზე დუტა სხირტლაძის მეუღლე, ხელოვანი მარინა ნაცვლიშვილი წერს სოციალურ ქსელში: „ლუკას პირველი გამოფენა რომში. ვამაყობ შენით, დე. მადლობა ამ შეგრძნებისთვის”.

.

ლუკა წლებია, ქანდაკებით არის გატაცებული. დუტა ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან აქვეყნებდა მის ნამუშევრებს, რომლებსაც სხვადასხვა მასალისგან ქმნიდა.

.

თავად დუტას შესანიშნავად გამოსდის ხეზე მუშაობა, მეუღლესთან ერთად შესანიშნავი ინტერიერი მოაწყო სახლში თუ აგარაკზე. მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლე მარინა ნაცვლიშვილი იუველირია და სამკაულებს ქმნის, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრებს გარეთაც.

მას და დუტას ორი შვილი ჰყავთ – ლუკა და ნინი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 26 წლის. ნინიც შესანიშნავად ხატავს. გარდა ამისა, დუტას უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან – მარიამ სხირტლაძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close