საზოგადოება

ამჯერად გურჯაანი-თელავის მაგისტრალი აშენდება

,,საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა გაგრძელდება ბადიაურამდე და დასრულდება მომდევნო წლისთვის. შემდეგ კი მაგისტრალი ჩალაუბნამდე მიაღწევს..."

საგზაო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა.

“აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთვის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად” – განაცხადს ირაკლი კობახიძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close