აშშ-ის პრეზიდენტმა თითქმის 20 წლიანი ტრადიცია დაარღვია. თეთრ სახლში მუსულმანებისთვის წმინდა თვის, რამადანის დასრულების აღსანიშნავად ყოველწლიური სადილი არ გაიმართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა, რექს თილერსონმა „როიტერთან“ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების გამართვის ინიცაიტივით სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიისაა და გლობალურ საქმეთა განყოფილებას თეთრი სახლისთვის არ მიუმართავს.

ტრამპი ანტიმუსულმანური რიტორიკისთვის არაერთხელ გააკრიტიკეს. გავრცელებული ცნობით, ღონისძიების ჩაშლა შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტის მუსულმანების მიმართ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს.

თეთრი სახლი ღონისძიებას ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდიდან მართავს. იდეა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ყოფილ პირველ ლედის ჰილარი კლინტონს ეკუთვნის. ყოველწლიური ტრადიცია 1999 წლიდან იღებს სათავეს. ღონისძიებას ამერიკელი მუსულმანი ლიდერები, დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

კომენტარები