რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის მეფემ ,,ცეკვა ხმლებით” შეასრულეს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადში ჩავიდა. იფიციალური ცერემონიის დროს ტრამპმაა და საუდის არაბეთის მეფემ – სალმან ბინ აბდულ-აზიზი ალ საუდმა ტრადიციული ,,ცეკვა ხმლებით” შეასრულეს.

,,Al-Arabiya”-ს არხმა გამოაქვეყნა ვიდეო კადრი სამეფო ცენტრიდან. ეს იყო ტრამპის პირველი ვიზიტი უცხოეთში. საუდის არაბეთის მეფემ ამერიკის პრეზიდენტი სასტუმრო ,,Ritz-Carlton” -ში  მიიღო. ტრამპთან ერთად საუდის არაბეთში ჩავიდა მისი ცოლი – მელანია, ქალიშვილი – ივანკა და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე მელანია ტრამპი თავსაბურავის გარეშე მივიდა. არადა, ქალებისთვის თავსაბურავი მუსულმანურ ქვეყნებში სავალდებულოა. ივანკა ტრამპიც პოლიტიკოსების შეხვედრაზე თავსაბურავის გარეშე გამოცხადდა.

მოამზადა სალომე მგელიაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close