პოლიტიკარედაქტორის გვერდი

დიმიტრი ხუნდაძე -„პრეზიდენტმა წინასაარჩევნო სტარტი აიღო“

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის  პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით  კომენტარს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო წინასაარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ყოველწლიურ შეფასებას.

-„პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ მწვავედ და სახიფათოდ დაიწყო, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა რეალურ საფრთხედ წარმოაჩინა და მმართველი გუნდი საკუთარ თავში ჩაკეტილად გამოაცხადა. უსამართლობაა დღეს ისაუბრო მმართველი გუნდის ჩაკეტილობაზე, ან ქვეყანაში არსებულ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ან თუნდაც, დემოკრატიის ნაკლებობაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო სტარტი აიღო. ველოდით საკითხების პუნქტობრივ და ობიექტურ განხილვას და ვუსმინეთ ძირითადად ცალმხრივ, ხშირ შემთხვევაში არაობიექტურ შეფასებებს. თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ ზოგ საკითხთან დავკავშირებით იყო ჯანსაღი კრიტიკაც, მისაღები რჩევები ქვეყნისა და ხალხის გაერთიანებისთვის. ასევე იყო ზუსტი აქცენტები გაკეთებული სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის მათი სოცილუარ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში არ შეხებია ისეთ მსხვილ ეროვნულ პრობლემას, როგორიცაა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა, ასევე უახლესი წარსულის ნეგატიური მემკვიდრეობა დაუბალანსებელი რეგიონალური პოლიტიკის სახით, ასევე, არ უსაუბრია მთის კანონის ამოქმედების სასიკეთო შედეგებზე და პოზიტიურ პერსპექტივებზე. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო აღიარებაზე; ტურიზმისგან მიღებულ გაზრდილ შემოსავლებზე; არ შეხებია სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებსაც, რაშიც ხელისუფლების მუშაობის შედეგად ნამდვილად გვაქვს პოზიტიური ცვლილებები.

პრეზიდენტის შეფასებები რომ მეტად სრულყოფილი და ობიექტური ყოფილიყო, ყველასათვის სასარგებლო იქნებოდა. დღეს ნამდვილად მეტის მოლოდინი გვქონდა.“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close