რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დიადემა 367 ბრილიანტით დაკეტილი ვიტრინიდან გაქრა

   გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ბადენის მხარის მუზეუმიდან მოიპარეს 1,2 მილიონი ევროს ღირებულების დიადემა. სამკაული დათარიღებულია მე-20 საუკუნით. ის დამზადებულია პლატინით და მორთულია 367 ბრილიანტით. როგორც ცნობილია, გერმანიის მუზეუმის ,,სამეფო დარბაზი”-ს დაკეტილი ვიტრინიდან დიადემა ისე წაიღეს, ვიტრინის კლიტე არ დაუზიანებიათ. ქურდი აღმოჩნდა გერმანიის მოქალაქე. მუზეუმის თანამშრომლებმა, რატომღაც,  მაშინვე არ გაამახვილეს ყურადღება ამ ფაქტზე. მათ სამართალდამცავებს მხოლოდ 29 აპრილს მიმართეს.
 დიადემა ეკუთვნოდა ჰერცოგინია ხილდე ფონ ბადენ ლუკსემბურგს (1864-1952), რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო გერმანიის იმპერატორის შთამომავლისაგან.
სალომე მგელიაშვილი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close