სხვა
„დეპრესიამ ჩემს ფსიქიკას დაღი დაასვა“
ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - რას პასუხობს გამომწერებს მსახიობი
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება. თავის გამოცდილებაზე მან გამომწერებთან ისაუბრა:
.
„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლილვარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა, რომელმაც ჩემს ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ“.
ნანუკა მესამე შვილს ივნისში ელოდება.