კატეგორიის გარეშე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აზიარებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც ბრალი მკველობის მცდელობაში ედება, საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ზიარებაზე ეპიტემია აქვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა განუცხადა.
“გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თხოვნით ზიარების შესახებ 21 ივნისს მიმართა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პირველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close