საზოგადოება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: გვეყო ამდენი თამაში…

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე მონარქიის შესახებ წერს:

,,ხალხი გაჭირვებული, უსამსახურო და უყველაფროა, რა დროს მეფობანაა??!! კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ფიქტიურ მეფეს, რომელიც არ მართავს ხელისუფლებას, მაშ რა საჭიროა ბუტაფორია?! აბსოლუტური მონარქია კი დიქტატურაა 21-ე საუკუნეში. მაშ, რა საჭიროა მეფობანას თამაში?! მე, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ვწერ ამ სიტყვებს…

დიახ, აქ არის პარლამენტური მონარქია, მაგრამ აქ ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ხდება სახელმწიფოებივი ინსიტუტების უწყვეტი ჯაჭვის პატივისცემა. ჩვენ კი სწორედ ეს ვერ გამოვიმუშავეთ ქართველებმა და თვალებდათხრილივით მიმოვედებით ყველაფერს, კონსტიტუციას რამის ყოველ წელს ვცვლით: ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ. გვეყო ამდენი თამაში…”

წყარო: ტაბულა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close