საინტერესო

დევიდ ბექჰემმა ცოლს კუნძული აჩუქა

ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ვიქტორიას საოცარი საჩუქარი გაუკეთა. მათი გაცნობიდან 20 წელი გავიდა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მან არც მეტი, არც ნაკლები კუნძლი უყიდა ცოლს. ბერდ ქეი ბაჰამის კუნძულებს ეკუთვნის. კარიბის ზღვაში მდებარე ზღაპრულ კუნძულზე ულამაზესი ძველი სტილის სახლი დგას.

ვიქტორია ბექჰემი ყოველთვის ოცნებობდა მყუდრო, განმარტოებულ ადგილზე, სადაც ოჯახი პაპარაცებისგან მოშორებით დაისვენებდა. ზღაპრული საჩუქარი დევიდს 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ 43 წლის დიზაინერი ასეთ საჩუქარს არ ელოდა. დევიდს კარგად გამოსდის, ამდენი წლის შემდეგ ცოლის კვლავ განცვიფრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close