პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,პარლამენტარს, ვინც იდიოტურ განცხადებებს გააკეთებს, ჩამოერთვას საპარლამენტო მანდატი”

მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უფროსი:

_ მოვითხოვთ, ყველა პარლამენტარს, ვინც ასეთ იდიოტურ და არაადექვატურ განცხადებებს გააკეთებს, ერთმეოდეს საპარლამენტო მანდატი!!! ცოტა რეალისტი ხომ უნდა იყო პარლამენტარი!!! თამბაქოს მოხმარების შემცირების დიდი მომხრე ვარ, მაგრამ ფანტაზიებსაც ხომ საზღვრები აქვს!

შეგახსენებთ, რომ

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების პარალელურად უნდა გატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ გააკეთა
“ვგეგმავთ, რომ სკოლებში თამბაქოს მავნებლობის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდეს. როცა ადმინისტრირებაზეა საუბარი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალგაზრდების, გინდათ პენსიონერების ჩართვით. საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს, თორემ მარტო კანონი ვერ იმუშავებს. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ისეთი ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში, გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ, ასეთი ფილმები გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს. ჩვენი პოზიციიდან, გარკვეული ოთახების და გარკვეული კომფორტის შექმნა მწეველებისთვის არ არის სასარგებლო, მათ უხანგრძლივებთ იმ პერიოდს და იმ განწყობას, რომ მათ შეუძლიათ მოწევა. როცა უხერხულობებია, როცა შეზღუდვებია, შეიძლება მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებონ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

“ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ისეთი ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში, გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ” – გუგული მაღრაძე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close