საზოგადოება

,,დაჭრილ დოდო გუგეშაშვილის პირველადი დახმარება მე აღმოვუჩინე” – რას ამბობს თვითმხილველი?

დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის საკუთარ სახლში ჩაცხრილვის საქმეში მოწმეებიც გამოჩნდნენ. ზოგი მათგანი ამბობს, რომ მკვლელიც დაინახა და მას ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხელში მოლურჯო, გამჭვირვალე პარკით ეკავა და გარბოდა. გუგეშაშვილების კარის მეზობლის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა. ის შველას ითხოვდა.
,,კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა – მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე”, – განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.
მოწმე ჰყვება, რომ დაჭრილ დოდო გუგეშაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება მან გაუწია. გუგეშაშვილების მეზობლები პოლიციაში გამოკითხვაზე  იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close